ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში 2025-2028 წლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სტანდარტებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერის მოადგილეები – ალექსანდრე მიქელაძე და არმენ ბდოიანი, მერიისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები და 2025-2028 წლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სტანდარტებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების კომისიის წევრები ესწრებოდნენ.







