ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ პატარა გონდრიოში არსებული სპორტული მოედნის აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში დასრულდა ხელოვნური საფარის მოწყობის სამუშაოები და სპორტულ მოედანზე სკამების მონტაჟი.
სოფელ დილიფში ახალი სპორტული მოედანი აშენდა.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სპორტული მოედნის ხელოვნური საფარის მოწყობა და სკამების მონტაჟი , ასევე შემოღობვის სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, არმენ ბდოიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული მოედნების ელექტროგაყვანილობის ქსელის მოწყობის სამუშაოები.
პროექტები რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
Նինոծմինդայի մունիցիպալիտետում ակտիվորեն ընթանում են սպորտային ենթակառուցվածքների շինարարական և վերանորոգման աշխատանքները։
Փոքր Գոնդրիո գյուղի մարզադաշտի վերանորոգման աշխատանքներն արդեն ավարտման փուլում են։
Ծրագրի շրջանակներում ավարտվել են մարզադաշտի արհեստական ծածկույթի և աթոռների տեղադրման աշխատանքները։
Դիլիֆ գյուղում կառուցվել է նոր մարզադաշտ։
Ծրագրի շրջանակներում արդեն ավարտվել են մարզադաշտի արհեստական ծածկույթի ու աթոռների տեղադրման , ինչպես նաև մարզադաշտի ցանկապատման աշխատանքները։
Քաղաքապետ Անիվարդ Մոսոյանը ենթակառուցվածքների ծառայության պետ Արմեն Բդոյանի հետ տեղում ծանոթացավ ընթացիկ աշխատանքներին և համապատասխան խորհուրդներ տվեց։
Այս փուլում ընթանում են մարզադաշտերի էլեկտրահաղորդման ցանցի տեղադրման աշխատանքները։
Նախագծերը ֆինանսավորվում են տարածաշրջանում իրականացվելիք ծրագրերի ֆոնդից և քաղաքապետարանի բյուջեից։