ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო, გზები დილიდან იწმინდება.
სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მობილიზებულია სპეცტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი.
გზები იწმინდება ქალაქ ნინოწმინდაში, ასევე გორელოვკის, სათხის, ეშტიისა და ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
სამუშაო პროცესს მონიტორინგს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი უწევს.