სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს – ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ – აცხადებს!

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს – ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ – აცხადებს!

🔷 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს – ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ – აცხადებს!
🔷 საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების გაძლიერება იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება არაფორმალური განათლების განვითარებას, საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას, ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.
✅ საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ:
🔹 არასამეწარმეო იურიდიულ პირს – ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
🔹 ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.
🔷 კონკურსის საერთო ბიუჯეტია 255 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.
✉️ საკონკურსო განაცხადები მიიღება 8 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – grants-2@youthagency.gov.ge.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights