ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს

 

დღეს, 14 თებერვალს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას საკრებულოდან ესწრებოდნენ თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მერიიდან: მერი ანივარდ მოსოიანი, მერის მოადგილეები, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრის ძირითადი თემა ქალაქსა და სოფლებში გარე განათების სამუშაოების განხორციელება იყო. განიხილეს მუნიციპალიტეტში ზემოაღნიშნული პრობლემის სწორად მოგვარების, ასევე ელექტროენერგიის ეკონომიურად გამოყენების საკითხი.
აუცილებელ და თვალსაჩინო პროექტის მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას საკრებულოსა და მერიის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ყველა სოფლის გარე განათების სამუშაოებს და გადაწყვეტს რომელი სამუშაოები უნდა განხორციელდეს თითოეულ სოფელში.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights