დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ნორიკ სააკიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი გოჰარ იაზბარიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ათი საკითხი:
1. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს.: ნ. სააკიანი);
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ (მომხს.: ნ. სააკიანი);
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის ცნობად მიღების შესახებ (მომხს.: ნ. სააკიანი);
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ (მომხს.: მ. არაკელიან);
5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ (მომხს.: ნ. სააკიანი);
6. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის #5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს.: ა. ახვერდიანი);
7. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ (მომხს.: გ. იაზბარიანი);
8. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის #29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
9. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
10. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხს.: ს. მკოიანი)․
დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.





