ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები დიალიზსა და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები სამგზავრო ხარჯებისა და მკურნალობისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 2 000 ლარის ოდენობით, სარეიტინგო ქულების გარეშე.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
• განცხადება მერის სახელზე
• ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
• სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ,
•საბანკო ანგარიშის ნომერი







