გორელოვკისა და ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში რამდენიმე დასრულებული სამშენებლო პროექტი ექსპლუატაციაში შევიდა

გორელოვკისა და ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში რამდენიმე დასრულებული სამშენებლო პროექტი ექსპლუატაციაში შევიდა

დღეს, 7 ნოემბერს, გორელოვკისა და ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში რამდენიმე დასრულებული სამშენებლო პროექტი ექსპლუატაციაში შევიდა.
კერძოდ: 1. გორელოვკას მოასფალტებული გზა 2. გორელოვკას სათამაშო მოედანი 3. ჟდანოვის საცხობი 4. ყაურმას მოასფალტებული გზა 5. ყაურმას საცხობი 6. თორიას სათამაშო მოედანი დასრულებული სამუშაოების საზეიმო გახსნას საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს წევრები არარატ ჩაპანიანი, მუხამედ ბერიძე, ეგორ ქოტოიანი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ასევე თორიაში მშენებარე სპორტული დარბაზის მონიტორინგი ჩატარდა. ამ უკანასკნელზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად და დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights