ახალგაზრდა თაობათა უკეთ ინფორმირებულების მიზნით, მერიის კულტურის სამსახურის მიერ კამპანიის ,,არა ძალადობას” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან.
მოსწავლეებმა დაწერეს თემები, რომელთა მიზანია იმ ინფორმაციის მიწოდება, რომ ძალადობა მიუღებელია არა მხოლოდ ოჯახსა და სკოლაში, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი,
საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, საჯარო სკოლების მასწავლებლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.





