პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” ფარგლებში დაგეგმილ რეგიონულ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანმა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სედა დარბინიანმა, საბიუჯეტო დაგეგმის და ანალიზის განყოფილების სპეციალისტმა კარინე შაჰბაზიანმა.
ღონისძიების მიზანი იყო პროექტის შესაბამისი აქტივობების ფარგლებში გაიმართოს ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტოროს და მედიის მულტისექტორული დიალოგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების უფრო ინკლუზიური და სამართლიანი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეთნიკური უმცირესობების სასარგებლოდ.
