ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, ტრადიციულად ნინოობა იზეიმეს.
ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო წირვა აღევლინა, სადაც საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი წმინდა ნინო გაჩერდა.
ლიტურგიას საქართველოს პარლამენტის წევრები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მერები ანივარდ მოსოიანი და მელქონ მაკარიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ნინოწმინდის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, მოქალაქეები და სასულიერი პირები ესწრებოდნენ.















