საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
ისტორია
შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (UWSCG), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო პარტნიორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
კომპანია დაარსდა 2010 წლის 14 იანვარს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის N1-1/13 ბრძანების საფუძველზე. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალსარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისთვის, ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.
კომპანიის სტრუქტურა შედგება თბილისის სათაო ოფისისგან, 11 რეგიონული ფილიალისა და 57 სერვის ცენტრისგან.
კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 000 – მდე ადამიანს. თანამშრომელთა 60% დასაქმებულია ტექნიკურ სფეროში, 24% -კომერციულ / ფინანსურ სფეროში, ხოლო 16% – ადმინისტრაციულ სფეროში.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: წყლის მოპოვება, დამუშავება და აბონენტებისთვის მიწოდება; წყალმომარაგების და წყალსარინების სისტემების პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაცია და ოპერირება. კომპანია ემსახურება 350 673 საყოფაცხოვრებო და 26 362 არა საყოფაცხოვრებო აბონენტს.
კომპანიის მიზანი
მოსახლეობისათვის ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიწოდება; კომპანიის ოპერირების არეალში არსებული ყველა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის წყალმომარაგებისა და წყალსარინების სისტემის მოწესრიგება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალსარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
საკონტაქტო:
გაეცანით ინფორმაციას!
მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფით აბონენტს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სახის მომსახურებით:
მიიღოს და გამოაგზავნოს ინფორმაცია წყვეტაზე; გაიგოს მიმდინარე ბალანსი; მიიღოს ელექტრონული ქვითარი.
შეამოწმოს აბონენტზე არსებული სატელეფონო ნომრების ნუსხა აქვე წაშალოს არასასურველი ნომერი.
განმეორებით მიიღოს ბოლო sms შეტყობინება.
დაამატოს აბონენტზე ახალი სატელეფონო ნომერი; გაიგოს სერვის ცენტრის მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა აბონენტებისთვის უფასოა!