„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 25 იანვარს, განძის ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: განძა, საღამო/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა. საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაგინაკ არზუმანიანი, საკრებულოს წევრები არნაკ ჰახვერდიანი და დავიდ დურგარიანი, მერიიდან, მერი ანივარდ მოსოიანი, მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და განძის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ჰრაჰატ სირაკანიანი.
შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.