ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი | მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის კულტურული ღონისძიებებით დაინტერესება. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა: - საზეიმო ღონისძიებები, მიძღვნილი დედისა და საერთაშორისო ქალთა დღისადმი. (სახვითი ხელოვნებისა და ხელსაქმის გამოფენა, თემატური კონცერტი, მხატვრული კითხვის კონკურსი).
- კონკურსის მუნიციპალური ეტაპი „საქართველო ჩემო სამშობლო“ თემაზე
- ქალთა საერთაშორისო დღე მრავალშვილიან დედებთან შეხვედრის ორგანიზება
სომხური ნამცხვარი ,,ქად“-ის ფესტივალი - სომხური ნამცხვარი ,,ქად“-ის ფესტივალი (უკეთესი ნამუშევრების დაჯილდოება– 400 ლარი)
- „ ძალა ერთობაშია“ – საზეიმო ღონისძიებები, მიძღვნილი საქართველოს გაერთიანების დღისადმი (საზეიმო სვლა ქ.ნინოწმინდ, ჰაიოს – ქართლოს პარკის მემორიალთან, ყვავილებით და გვირგვინებით შემკობა, თემატური კონცერტი)
- სვლა სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ძეგლთან, ყვავილებითა და გვირგვინებით შემკობა
- საზეიმო სვლა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ძეგლთან ქალაქის პარკში, ყვავილებისა და გვირგვინების შემკობა
- ღონისძიებები, მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი – საზეიმო შეკრება და კონცერტი, სახვითი ხელოვნების კონკურსი –გამოფენა , კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება სიგელებით და საჩუქრებით
- „სათხა – მამულის დაცვის ციხე–სიმაგრეა“ სოფლის დღესასწაული.
- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები (საზეიმო, გასართობი ღონისძიებები საბავშვო ბაღებში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კონცერტი კულტურის ცენტრში, მრავალშვილიანი ოჯახებზე დახმარების გაწევის აქციის ორგანიზება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებაში,
- სოფ. სპასოვკაში დღესასწაული ,, ღორჯომელობა”-ს გატარება,
- ვ.ტერიანის პოეზიის ტრადიციული დღეები სოფ. განძაში – სოფლის საზეიმო გაფორმება, პოეტის სახლ–მუზეუმის გასუფთავება და კეთილმოწყობა, ტერიანის პოეზიის მხატვრული კითხვის კონკურსი, ტერიანის ლექსებით შექმნილი სიმღერების კონკურსი, კონკურსი „ვ.ტერიან სახვით ხელოვნებაში“, ტერიანის ალბომის გამოცემა, ტერიანის სტატიების კრებულის გამოცემა, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან და სომხეთიდან ჩამოსული სტუმრების გამასპინძლება,
- ეთნოგრაფიული ფესტივალი „ფუძეობა“
- სიმღერის ფესტივალი – ( ფესტივალში მონაწილეთა ტრანსპორტირება სოფლებიდან, საუკეთესო მომღერლების დაჯილდოება სიგელებით და საჩუქრებით )
- ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელთა შორის. (კონკურსში მონაწილეთა ტრანსპორტირება სოფლებიდან, გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება სიგელებით, დიპლომებით და საჩუქრებით
- მუნიციპალური ახალგაზრდული აქცია „ისტორიულ და კულტურულ ძეგლთა გასუფთავებისა და კეთილმოწყობის კვირა“
- ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის დღე სოფ.ეშტიაში,
- ,,ქალაქის დღესასწაული“ (ქალაქის საზეიმო გაფორმება, სხვადასხვა გამოფენების ორგანიზება, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეთა დაჯილდოება, საპატიო სტუმრების გამასპინძლება ).
- მხატვრული კითხვის ფესტივალი
- სახვითი ხელოვნების კონკურსი – გამოფენა „ოქრო შემოდგომა“ (სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებაში)
- სომხური და ქართული ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალი – საუკეთესო ნიმუშების დაჯილდოება სიგელებით, დიპლომებით და საჩუქრებით
- საზეიმო ღონისძიებები, მიძღვნილი მასწავლებლის დღისადმი (მუნიციპალიტეტის მასწავლებლების შეკრება, საუკეთესო მასწავლებლების პატივისცემა და წახალისება
- ცეკვის ფესტივალი – (ფესტივალში მონაწილეთა ტრანსპორტირება სოფლებიდან, საუკეთესო მოცეკვავეთა დაჯილდოება სიგელებით და საჩუქრებით)
- სომხური და ქართული ლიტერატურული მეგობრობის საღამო
- სომხეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნისადმი ყვავილების დადგმა ქ.ნინოწმინდის სურბ სარგის ეკლესიის ტერიტორიაში არსებულ მემორიალთან
– საახალწლო და საშობაო ღონისძიებები |