ქალაქ ნინოწმინდაში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით XII საუკუნის საუკუნის ქართველი პოეტის და მოაზროვნის შოთა რუსთაველის პოეზიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში ქალაქ ნინოწმინდის მე-3 სომხური სკოლის მე-7 კლასის 15-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.