ქალაქ ნინოწმინდაში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოცეკვავებმა და მომღერლებმა მიიღეს.
ნინოწმინდის მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მოადგილეები ალექსანდრე მიქელაძე და არმენ ბდოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.











