სოციალური პროგრამები

სოციალური პროგრამები

1.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები დიალიზსა და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები სამგზავრო ხარჯებისა და მკურნალობისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 2 000 ლარის ოდენობით, სარეიტინგო ქულების გარეშე.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
•⁠ ⁠განცხადება მერის სახელზე
•⁠ ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
•⁠ ⁠სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ,
•საბანკო ანგარიშის ნომერი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 0-დან 7 წლამდე ასაკის აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთა რეაბილიტაციის თანადაფინანსება განისაზღვრება 20%-ით, მაგრამ არა უმეტეს 3 000 ლარისა.
თანადაფინანსების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა/მეურვემ/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
•⁠ ⁠განცხადება მერის სახელზე
•⁠ ⁠ბავშვის დაბადების მოწმობა
•⁠ ⁠სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბავშვის დიაგნოზი(საერთაშორისო კოდის მითითებით)
•⁠ ⁠მშობლის/მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის ნომერი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირთა მიერ, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს, წლის განმავლობაში შეძენილი მედიკამენტების საფასურის თანადაფინანსება განისაზღვრება 40%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
•⁠ ⁠განცხადება მერის სახელზე
•⁠ ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
•⁠ ⁠სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დიაგნოზი (საერთაშორისო კოდის მითითებით)
•⁠ექიმის ბეჭდით დამოწმებული რეცეპტი
•⁠ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან
•საბანკო ანგარიშის ნომერი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ცერებრლური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად მშობელმა/მეურვემ ან/და კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
•⁠ ⁠განცხადება მერის სახელზე
•⁠ მშობლის/მეურვის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
•⁠ ⁠სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, ბავშვის დიაგნოზის (საერთაშორისო კოდის მითითებით)
•საბანკო ანგარიშის ნომერი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 100 წლის და მეტი ასაკის პირები ფულად დახმარებას მიიღებენ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა/ კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
•⁠ ⁠განცხადება მერის სახელზე
• პირადობის მოწმობის ასლი
•ნათესაური კავშირის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი
• განნმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები სამგზავრო ხარჯებისა და მკურნალობისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
•⁠ ⁠განცხადება მერის სახელზე
•⁠ ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
•⁠ ⁠სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, ჩატარებული გამოკვლევების, დიაგნოზისა და შესაბამისი კოდის მითითებით
•საბანკო ანგარიშის ნომერი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ბრონქიალური ასთმით დაავადებულ პირებს ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
•⁠ ⁠განცხადება მერის სახელზე
•⁠ ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
•⁠ ⁠სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
•ექიმის ბეჭდით დამოწმებული რეცეპტი
•საბანკო ანგარიშის ნომერი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4(ოთხი) შვილი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 300 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე კიდევ 50 ლარი.
დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა/მეურვემ/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
• განცხადება მერის სახელზე
• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
• კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
• კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
• მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი
• მშობლის საბანკო რეკვიზიტები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 300 ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა/მეურვემ/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
•⁠ ⁠განცხადება მერის სახელზე
•⁠ ⁠ბავშვის დაბადების მოწმობა
•⁠ ⁠სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
•⁠ ⁠მშობლის/მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის ნომერი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტები ფულად დახმარებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ.
ფულადი დახმარებით ის სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებული, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ (გარდა მოსამზადებელი და სამაგისტრო კურსებისა) და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (91/100 ქულა).
დახმარების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
• განცხადება მერის სახელზე
• სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
• ცნობა სწავლის ადგილიდან
• ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან
• სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებიც სკოლის შემდგომ სწავლას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, მერიისგან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ 1250 ლარის ოდენობით.
ხოლო, მარჩენალდაკარგული პირები, რომლებიც სწავლობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯი) წელიწადში ერთხელ, სასწავლო წლის დასრულებამდე, მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 650 ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
• განცხადება მერის სახელზე
• სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
• ცნობა სწავლის ადგილიდან
• მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები
•სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ყველა ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, 2025 წელს დაბადებულ ყოველ ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
• განცხადება მერის სახელზე.
• ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი.
• მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში).
• ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტები.

 

 

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights