სოფელ საღამოს, სათხესა და დიდი არაქალის წყალსადენი სისტემის მშენებლობის მიმდინარეობას

სოფელ საღამოს, სათხესა და დიდი არაქალის წყალსადენი სისტემის მშენებლობის მიმდინარეობას

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ჟირაირ შაჰბეკიანმა და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არმენ ბდოიანმა სოფელ საღამოს, სათხესა და დიდი არაქალის წყალსადენი სისტემის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა წყალსადენი სისტემის ქსელი და განხორციელდა სამივე სოფლის შიდა ქსელის მოწყობის სარეაბლიტაციო სამუშაოები.
,,პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომამდე დასრულდება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის ზემოხსენებული სოფლების წყალმომარაგების პრობლემას და მოსახლოებას წყალი უწყვეტად მიეწოდება და შემცირდება წყლის დანაკარგები’’.-განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა.
პროექტი ხორციელდება შპს ,,ემ-სი გრუპი’’-ს მიერ და რეგფონდიდან ფინანსდება.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights