სოფელ ჟდანოვ-სამების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ჟდანოვ-სამების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვ-სამების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.
ჟდანოვ-სამების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგფონდიდან ფინანსდება.
,, აღნიშნული გზის მოწესრიგება ამ ორი სოფლის მოსახლეობისთვის დიდი ხნის მანძილზე პრობლემას წარმოადგენდა, რადგან მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა საბედნიეროდ ამ ორი სოფლის მოსახლეობას უახლოეს პერიოდში თავისუფლად შეძლებათ ამ გზაზე როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილება’’-განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა.
ამ ეტაპზე გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 4.15 კმ-იანი მონაკვეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯავახ ავტოგზა’’ ასრულებს.
         

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights