სკოლამდელი სააღმრზდელო დაწესებულებები

სკოლამდელი სააღმრზდელო დაწესებულებები

  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას 803  /რვაას სამი / ბავშვი იღებს.

  • მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 150 ადამიანია დასაქმებული.

  • 2022 წელს ორი საბავშვო ბაღი ამოქმედდა სოფლებში: ჯიგრაშენსა და ჟდანოვში / აქვე აღვნიშნავთ, რომ იანვარში კიდევ 3 საბავშვო ბაღი ამოქმედდება :პატარა  ხანჩალში, როდიონოვკაში, ღულალისში, რის შედეგადაც 920 ბავშვი მიიღებს სკოლამდელ აღზრდას/

  • დავამატებ, რომ ქალაქის გარდა , სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებშიც კვებით უზრუნველყოფის საკითხი მოგვარებულია და ბავშვებს ერთჯერადი კვება ეძლევათ.

  • პერსპექტივში გვაქვს სოფელ გორელოვკის საბავშვო ბაღის აშენებისა და ქალაქში, ბაღრამიანის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟს და ახალი საბავშვო ბაღის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად აშენებას,  რის შედეგადაც სკოლამდელ განათლებას 250-400-ზე მეტი ბაღის აღსაზრდელი მიიღებს․

  • საბავშვო ბაღებში ორენოვანი განათლება ტარდება.

 

 

წყარო: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5294300?publication=0

ოგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

დაფინანსება ათას ლარში

04 04

536,8

პროგრამის განმახორციელებელი                     ა(ა)იპ ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანება
პროგრამის აღწერა და მიზანისაქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 12 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1030-ზე მეტი ბავშვი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 68  აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი. „სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია:
     ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;
     ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;
     ბაგა-ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
     ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;
     ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა;
     ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება.
      ა(ა)იპ  ნინოწმინდის საბავშვო ბარების გაერტიანება თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა
მოსალოდნელი შედეგინინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი  სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ – ნინოწმინდის საბავშვო ბარების გაერტიანება   დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით. მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში სარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1030-ზე მეტი შესაბამისი ასაკის ბავშვი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 60 %-ს შეადგენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights