ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ამჟამად (2023წლის ივლისის მდგომარეობით) არ გვაქვს საზ. ურთიერთობის განყოფილება, გვყავს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
არმენუი შირინიანი დაიბადა 1998 წლის 4 ოქტომბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. დ. გონდრიოში.
2017 წელს დაამთავრა სოფ. დ. გონდრიოს საჯარო სკოლა.
2018 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსი.
2018 წლიდან-2022 წლამდე იყო თსუ-ს PITA ახალგაზრდული ცენტრის წევრი.
2021 წლის აგვისტოდან-ნოემბრამდე მუშაობდა ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში.
2022 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მას. კომუნიკაციის მიმართულება. პროფესიით ჟურნალისტია.
2022 წლის ივლისიდან- დღემდე მუშაობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
ჰყავს მეუღლე.