ნინოწმინდის სამუსიკო სკოლაში ბოლო ზარი 58-ედ დაირეკა

ნინოწმინდის სამუსიკო სკოლაში ბოლო ზარი 58-ედ დაირეკა

ნინოწმინდის სამუსიკო სკოლაში ბოლო ზარი 58-ედ დაირეკა და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მუსიკალური სკოლა წელს თერთმეტმა მოსწავლემ დაამთავრა.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა, შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რის შემდეგაც სკოლის კურსდამთავრებულებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი წარმოადგინეს.
ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის თანამშრომლები, სამუსიკო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეების მშობლები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ესწრებოდნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights