ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით პირადად მერისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივად მოსოიანმა ახალგაზრდებს მათი მხარდაჭერისა და ქვეყნის განვითარებაში მათი როლის გაძლიერების მიზნით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ახალგაზრდებთან, ჩვენს ხედვასთან, სამომავლო გეგმებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ანივარად მოსოიანმა.
შეხვედრა მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights