ძვირფასო ნინოწმინდელებო, 19 იანვარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს.
ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია.
ნათლისღების დღეს ტარდება წყლის კურთხევის ცერემონია და ნაკურთხი წყალი სახლებში მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ამ მნიშვნელოვან დღეს ვულოცავ საქართველოს მთელ მოსახლეობას, ჩემს ნინოწმინდის მართლმადიდებელ მოქალაქეებს და მინდა, დღევანდელი კურთხევით დაგვირგვინდეს ჩვენი მომავალი საქმეები, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი – დაე, მეფობდეს სიყვარული, პატივისცემა და ჯანსაღი ატმოსფერო სრულიად საქართველოსა და თითოეული ჩვენგანის ოჯახში.
ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი