ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისაგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისაგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისაგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – დიდი ხანჩალის, კათნატუსა და პატარა ხანჩალის გზები თოვლისა და ყინულის საფარისგან სპეცტექნიკით იწმინდება.
გუშინ და დღეს მთელი დღის განმავლობაში იწმენდებოდა ქალაქის გარე უბნებისა და სასაფლაოებისკენ მიმავალი გზები, ასევე, სათხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისკენ – სათხასა და ოროჯალარში მიმავალი გზები, გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისკენ – გორელოვკა, სპასოვკისკენ მიმავალი გზები და ეშტიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მიმავალი გზები.
გზების თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოების პროცესს მონიტორინგს უწევს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი.
ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა ქალაქ ნინოწმინდის შიდა გზებზე მიმდინარეობს.
სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights