ნინოწმინდელმა სარო კარსლიანმა თბილისში გამართულ კონკურში “ბაბუა და ბებია 2023” მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი დაიკავა.
კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 70-ზე მეტი ხანდაზმული მონაწილეობდა.
საპრიზო ადგილები გადანაწილდა “ბებიებსა” და “ბაბუებს” შორის. პირველი ადგილისთვის 2000 ლარი გამოიყო.
“მე და კიდევ ერთმა ქართველმა ერთნაირი ქულები ავიღეთ და, შესაბამისად, პირველი პრიზი “ბაბუებს” გავუნაწილეთ.
მანაც ძალიან კარგად იმღერა და შესანიშნავი შესრულებაც ჰქონდა. და “ბებიებს” შორის, თუ არ ვცდები, 87 წლის ქალმა აიღო პრიზი და ბრწყინვალედ დაუკრა ფორტეპიანოზე”. – ამბობს სარო კარსლიანი.
სარო კარსლიანის თქმით, კონკურსში მონაწილეობა მისთვის საამაყოა, რადგან შესაძლებლობა მიეცა ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი წარმოეჩინა და საპატიო პირველი ადგილი დაეკავებინა.


