ნინოწმინდაში მაგიდის ჩოგბურთიდან გამარჯვებულ გუნდს საზეიმოდ დახვდნენ

ნინოწმინდაში მაგიდის ჩოგბურთიდან გამარჯვებულ გუნდს საზეიმოდ დახვდნენ

ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში გამარჯვებულ სოფელ ჟდანოვაკანის სკოლის გუნდსა და ოლიმპიადაში – ამავე სპორტში, მეორე ადგილის მფლობელი სოფელ სპასოვკას გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ․
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა ჯერ მუნიციპალურ დონეზე გამართულ შეჯიბრებებში გაიმარჯვეს, შემდეგ რეგიონულ და აღმოსავლეთ საქართველოში, ახლა კი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
„მადლობას ვუხდი მწვრთნელებსა და მშობლებს, ვისაც ჩვენი შვილების საკუთარი შესაძლებლობების სჯეროდა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვონ“, – მილოცვისა და მადლობის სიტყვაში საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა განაცხადა. მადლობის ნიშნად სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებები 24 – 25 ივნისს ქალაქ ანაკლიაში გაიმართა.
დავამატოთ, რომ ჟდანოვაკანის ნაკრების მწვრთნელი ედგარ მნოიანი იყო, სპორტსმენები იყვნენ სარგის თუმასიანი, ჰამლეტ არაქელიანი, დავით ანტანოსიანი, ნორაირ ანტანოსიანი, ნოდარ კირაკოსიანი.
სპასოვკას გუნდში იყვნენ თათია ვანაძე, ნათია მგელაძე, მეგი მიქელაძე, ლინდა ლაბაძე, მარიან ვანაძე. მწვრთნელი ავთანდილ ვანაძე იყო.
გამარჯვებული გუნდი უახლოეს თვეებში ბაჰრეინში გაემგზავრება.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights