არმენ ბდოიანი დაიბადა 1985 წლის 13 თებერვალს ქ. ნინოწმინდაში.
2002 წელს დაამთავრა ქ. ნინოწმინდის მე-3 საჯარო სკოლა.
2002 წელს ემსახურებოდა სასაზღვრო ძალებში.
2006-2012 წლებში მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლად.
2012-2015 წლებში მუშაობდა სსიპ სამცხე-ჯავახეთის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ.
2015 წლიდან მუშაობდა შსს სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქ. ნინოწმინდის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე (ძებნის ხაზით).
2021 წლიდან დღემდე მუშაობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ.
დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.