„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2024 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ექთნის და მეან-ექთნის სპეციალობები განისაზღვრა რეგულირებად პროფესიებად და ექვემდებარება სახელმწიფო სერტიფიცირებას.
აღნიშნული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ყველა ექთანმა და მეან-ექთანმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე https://nursecertification.moh.gov.ge „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2026 წლის 23 იანვრის N38/ნ ბრძანების შესაბამისად (იხ. დანართი).
ამავე წესის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ ექვემდებარებიან ელექტრონულ ავტორიზაციას, მათ უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში (ქ. თბილისი წერეთლის გამზ. 144) და შეავსონ განაცხადის ფორმა.
წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვისა და დადასტურების შემდგომ, გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა.








