გეოგრაფიული აღნიშვნა „ნინოწმინდის თაფლი“

გეოგრაფიული აღნიშვნა „ნინოწმინდის თაფლი“

გეოგრაფიული აღნიშვნა „ნინოწმინდის თაფლი“
ნინოწმინდის მინდვრებში თუ დაინახავთ, რომ მდელოები ყვითელი ყვავილებით გაფერადდა, იცოდეთ, „თაფლის მოტანის“ ყველაზე აქტიური სეზონი დაიწყო.
ამ დროს ნინოწმინდელები მთაში ადიან, სკებთან ახლოს, ქოხში გადადიან საცხოვრებლად და ფუტკრის მოვლას იწყებენ. ეს ხდება ზაფხულობით, ივნისის პირველი რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე.
ამ პერიოდში შესაძლებელია საფუტკრის ერთი განლაგების წერტილიდან 2-3-ჯერ მივიღოთ მოსავალი, რის გამოც თაფლმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა შეფერილობა.
ნინოწმინდის თაფლი, რომელსაც მეთაფლია ფუტკრები ჯავახეთის ზეგანზე ამზადებენ, განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა. საქართველოს ამ მხარეში დღე-ღამის ცვალებადობის დროს ტემპერატურაც სწრაფად იცვლება. სიცივისა და სიცხის კონტრასტული ცვლილება ყვავილების ნექტარზეც განსაკუთრებულად მოქმედებს და აისახება თაფლის არომატზე.
კონსისტენციის მიხედვით ის შეიძლება იყოს ბლანტი, კრემისებრი, სრულად ან ნაწილობრივ დაკრისტალებული, თუმცა, სხვა სახეობების თაფლისგან მას ის გამოარჩევს, რომ აქვს უნარი დიდი ხნის განმავლობაში არ დაკრისტალდეს, ანუ არ ჩაშაქრდეს. ამიტომ თხევად მდგომარეობაში მისი შენახვა დიდხანს არის შესაძლებელი. ჩასქელების შემთხვევაში კი ის გარდაიქმნება თეთრი ფერის ან სპილოსძვლისფერ, წვრილკრისტალიზებულ კრემისებრ ან მყარ მასად.
ნინოწმინდის თაფლი ხასიათდება საშუალოდ გამოხატული, ზომიერი არომატით, მას აქვს ზომიერად ტკბილი, სასიამოვნო და დამახასიათებელი გემო. შეგროვების დროიდან გამომდინარე, ის არის ღია მოყვითალო ან თითქმის უფერო, იშვიათ შემთხვევაში კი წაბლისფერი.
ნინოწმინდის ყველა სოფელში იპოვით ოჯახს, რომელიც მეფუტკრეობით ცხოვრობს. ეს ტრადიცია ამ მხარეში საუკუნეზე მეტს ითვლის. სტატისტიკურად, 711 სოფლიდან მეთაფლეობას მისდევს 702 სოფელი და წლის განმავლობაში რეგიონში იწარმოება დაახლოებით 686,820 კგ თაფლი.
ჯავახეთის ზეგნის თაფლის ღირსებები ისტორიულად ცნობილია და მის შესახებ ერთ საინტერესო ჩანაწერს ვხვდებით, სადაც ცნობილი ქართველი მეცნიერი მიხეილ სვანიძე ამ რეგიონის XX საუკუნის მეურნეობის შესახებ წერს – „მეფუტკრეობა დიდად იყო დაწინაურებული აგრეთვე სამცხე-საათაბაგოშიც, აქ მეფუტკრეობის განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი კლიმატური და მდიდარი საკვები ბაზა ხეხილისა და მცენარეთა ფლორის სახით“.
სამცხე – საათაბაგოს მეფუტკრეობა არც ვახუშტი ბატონიშვილს გამოჰპარვია, ის წერს – „ფუტკარნი მრავალნი და თაფლლნი კარგი და მრავალნი“. ამ მხარეში თაფლის სიუხვე ჟან შარდენსაც აქვს შენიშნული და ამ თემას მის მემუარებშიც იპოვით.
ალპური ზონის მოსახლეობამ ისტორიკოსთა და მკვლევართა შეფასებების გარეშეც იცის, რომ მათი რეგიონის თაფლი განსაკუთრებულია. მეფუტკრეობა და მეთაფლეობა მათი ტრადიციის და შემოსავლის მთავარი წყაროა.
ოჯახს თუ ფუტკარი ჰყავს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ოჯახი ჩართულია ამ პროცესში. ბებია-ბაბუა თუ მთაში ბაზაზე მუშაობს, დანარჩენი წევრები თაფლის გადმოღება-გაწურვა-დაბინავებით არიან დაკავებულნი და მთელი ეს პროცესი ერთი მთლიანი ოჯახური ტრადიციის ნაწილია, რომელსაც ყველა სიხარულით და ხალისით ასრულებს.
გეოგრაფიული აღნიშვნა „ნინოწმინდის თაფლი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2020 წლის 1 ოქტომბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე:
https://www.facebook.com/share/p/HvoUPHLjJfY5EVWV/?mibextid=QwDbR
Աշխարհագրական նշում «Նինոծմինդայի մեղր»
Եթե տեսնեք, որ Նինոծմինդայի դաշտերն ու մարգագետինները գունավորվել են դեղին ծաղիկներով, ապա գիտեցեք, որ սկսվել է «մեղրագործության» ամենաակտիվ սեզոնը։
Այդ պահին նինոծմինդացիները բարձրանում են սարը, տեղափոխվում մեղվափեթակների մոտ գտնվող տնակ ու սկսում են խնամել մեղուներին։ Դա տեղի է ունենում ամռանը՝ հունիսի մեկից հուլիսի կեսերը։
Այս ընթացքում փեթակի մեկ տեղակայման կետից հնարավոր է 2-3 անգամ մեղր քամել , ինչի պատճառով էլ մեղրը կարող է տարբեր գույների տեսք ստանալ։
Նինոծմինդայի մեղրը, որը մեղուները պատրաստում են Ջավախեթիի բարձրավանդակում, առանձնանում է իր հատուկ բաղադրությամբ։ Վրաստանի այս հատվածում ջերմաստիճանը նույնպես ցերեկ-գիշերային ցիկլի ընթացքում արագ փոխվում է։ Ցրտի ու շոգի հակապատկերային փոփոխությունը նույնպես հատուկ ազդեցություն է ունենում ծաղիկների նեկտարի վրա և ազդում մեղրի բույրի վրա։
Կախված խտությունից՝ այն կարող է լինել մածուցիկ, յուղալի, ամբողջությամբ կամ մասնակի բյուրեղացած, սակայն մեղրի այլ տեսակներից այն առանձնանում է երկար ժամանակ չբյուրեղանալու, այսինքն՝ շաքարավազի չվերածվելու հատկությամբ։ Հետեւաբար, այն կարելի է երկար ժամանակ պահել հեղուկ վիճակում։ Թանձրանալու դեպքում այն վերածվում է սպիտակ կամ փղոսկրագույն, նուրբ բյուրեղացած յուղալի կամ պինդ զանգվածի։
Նինոծմինդայի մեղրը բնութագրվում է միջին, չափավոր բույրով, ունի չափավոր քաղցր, հաճելի և բնորոշ համ։ Կախված քամելու ժամանակից՝ բաց դեղնավուն է կամ գրեթե անգույն, իսկ հազվադեպ դեպքերում՝ շագանակագույն։
Նինոծմինդայի յուրաքանչյուր գյուղում կգտնեք մի ընտանիք, որն ապրում է մեղվաբուծությամբ։ Այս ավանդույթն այս տարածքում ավելի քան մեկ դար է ձգվում։ Վիճակագրորեն 711 գյուղերից 702-ը զբաղվում են մեղվաբուծությամբ և տարվա ընթացքում տարածաշրջանում արտադրվում է մոտավորապես 686820 կգ մեղր։
Ջավախեթյան դաշտավայրերի մեղրի արժանիքները պատմականորեն հայտնի են, և դրա մասին մենք գտնում ենք մեկ հետաքրքիր արձանագրություն, որտեղ հայտնի վրացի գիտնական Միխեիլ Սվանիձեն այս շրջանի 20-րդ դարի հողագործության մասին գրում է, որ ,,Մեղվաբուծության զարգացմանը նպաստել է բարենպաստ կլիման և պտղատու ծառերի հարուստ սննդային բազան ՝ բուսական ֆլորայի տեսքով»:
Սամցխեթիի հին տարածքի մեղվաբուծությունը Վախուշտի Բատոնիշվիլիից էլ չի վերցվել , նա գրում է՝ « կար շատ մեղուներ և լավ ու առատ մեղր»։
Ժան Շարդենը նաև նշել է մեղրի առատության մասին այս տարածքում և այս թեման կարող եք գտնել նրա հուշերում։
Ալպիական գոտու բնակիչները գիտեն, որ իրենց տարածաշրջանի մեղրն առանձնահատուկ է նույնիսկ առանց պատմաբանների ու հետազոտողների գնահատականների։ Մեղվապահությունն ու մեղվաբուծությունը նրանց ավանդույթի և եկամտի հիմնական աղբյուրն են եղել։
Եթե ընտանիքը մեղվափեթակներ ունի, նշանակում է, որ ամբողջ ընտանիքը ներգրավված է այս գործընթացի մեջ։ Եթե տատիկ- պապիկը մնում են ու մեղուների հետ աշխատում են հանդում , մնացած անդամները զբաղված են մեղրը քամելու – տուն տեղափոխելու գործով և այս ամբողջ գործընթացը ընտանեկան ողջ ավանդույթի մի մասն է, որը բոլորը կատարում են ուրախությամբ և ոգևորությամբ:
«Նինոծմինդայի մեղր» աշխարհագրական նշումը Սաքպատենտում գրանցվել է 2020 թվականի հոկտեմբերի 1-ին։ Մանրամասն բնութագրերը կարելի է գտնել Sakpatent-ի կայքում.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights