გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ქალაქ ნინოწმინდაში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი მხატვრის ჰამლეტ აროიანის ნიჭიერი მოსწავლეების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები, რომლებმაც დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების დასასრულს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ მონაწილე ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მომავალშიც წარმატებები უსურვა.



