მოქალაქეების საყურადღებოდ!
2025 წლის 14 მაისს, 14:00 საათზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ეშტიის, ხოლო 16:00 საათზე სოფ. ჯიგრაშენის კულტურის სახლის შენობაში გაიმართება მდ. ფარავანზე „ფარავანი 1 ჰესის“, 35 კვ ძაბვის შემკრები ქვესადგურის და 35 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.
საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს.
გთხოვთ მობრძანდით!






