







პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის”, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა(CENN) და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენრტის ( CTC) მიერ, გაიმართა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შეიქმნა მუნიციპალური სოციალური სერვისების გაუმჯობესების მრავალ-აქტორული სამუშაო ჯგუფი.
პირველო შეხვედრის მიზანი იყო არსებული ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის მიმოხილვა, მუნიციპალური პროგრამების ანალიზი, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების განხილვა და იმ საკითხების გამოკვეთა, რომლებზეც ფოკუსირებულად იმუშავებს ჯგუფი.