„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 3 თებერვალს, ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში/სოფლები: ჯიგრაშენი, პატარა ხორენია/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა. საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაგინაკ არზუმანიანი, საკრებულოს წევრი შირაზ ხოდიკიანი, მერიიდან, მერი ანივარდ მოსოიანი, მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი არარატ ოგანესიანი.
შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.

