„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 30 იანვარს, დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: დიდი გონდრიო, პატარა გონდრიო, დილითი, მამწვარა, ყულალისი/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა. საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაგინაკ არზუმანიანი, საკრებულოს წევრები გრიგორი შამილიანი და ასტღიკ ალვანჯიანი, მერიიდან, მერი ანივარდ მოსოიანი, მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ოგანეს გრიგორიანი.
შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.