დღეს ნინოწმინდის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სედა დარბინიანი და საბჭოს წევრები გაეროს მოსახლეობის ფონდის /UNFPA/ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლელა ბაქრაძეს და პროექტის კოორდინატორს მარიკა ქურდაძეს შეხვდნენ.
UNFPA ახორციელებს პროგრამას „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (2021-2022)”, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი პროგრამის პრიორიტეტები, გაეცნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების პრობლემებს.
პროექტის ფარგლებში UNFPA აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას გენდერული თანასწორობის მავნე პრაქტიკა.