ქალთა საინიციატივო ჯგუფსა და ნინოწმინდის ქალთა ოთახის წევრების შეხვედრები გაიმართა

ქალთა საინიციატივო ჯგუფსა და ნინოწმინდის ქალთა ოთახის წევრების შეხვედრები გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხანჩალსა და ეშტიაში, პროექტის ,,ქალთა გაძლიერება და არსებითი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში” ფარგლებში, ქალთა საინიციატივო ჯგუფსა და ნინოწმინდის ქალთა ოთახის წევრებთან შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტში სათემო აქტივიზმის გაზრდა, რათა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ქალებმა დამოუკიდებლად დაიწყონ სათემო დონეზე პრაქტიკული აქტივობები და ადვოკატირების კამპანიების წარმართვა.
პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და მუნიციპალიტეტში ჩართულობის ფორმების შესახებ საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა მიერ შემუშავებული საბიუჯეტო ინიციატივა ქალაქ ნინოწმინდის ე.წ. ხოჯაბეკის უბანში ტრენაჟორების მოწყობასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წ. ბიუჯეტის პროექტში.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights