ნინოწმინიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქ ნინოწმინდაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხიდის მიმდებარე სკვერში სანიაღვრე არხები ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა და მერის მოადგილე არმენ ბდოიანმა სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად დაათვალიერეს.
,,როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ასევე ნინოწმინდაშიც ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
ქალაქ ნინოწმინდის ხიდის მიმდებარე ტერიტორია ხშირად წვიმის ნაკადით იტბორებოდა. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად მოეწყო სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და ქალაქ ნინოწმინდის დაცვას დატბორვისგან’’-განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა.