ქალაქ ნინოწმინდაში სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ქალაქ ნინოწმინდაში სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ნინოწმინდაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული თანხით მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტები დაფინანსდება.
შეხვედრას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ანივარდ მოსოიანის თქმით, სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების მთავარი მიზანია, მოსახლეობის ჩართვა როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ და გაანაწილონ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, ასევე ეხმარება თემის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გამოვლენაში.
პროექტების წარდგენის შესაძლებლობა აქვს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ან/და ფაქტობრივად ცხოვრობენ ნინოწმინდის ტერიტორიაზე.
პროექტის განხორციელება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს, ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას და არა კერძო ბიზნესის ინტერესებს.
შერჩეული პროექტები დაფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტიდან, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა მიერ პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხით.
პროექტების შერჩევის საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქეები კენჭისყრის შედეგად მიიღებენ.
                                                               

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights