ქალაქის ცენტრალურ პარკში სიმბოლური ხე-ყვავილის ქოთანი დაამონტაჟა

ქალაქის ცენტრალურ პარკში სიმბოლური ხე-ყვავილის ქოთანი დაამონტაჟა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით ქალაქის ცენტრალურ პარკში სიმბოლური ხე-ყვავილის ქოთანი დაამონტაჟა, რომლის მიზანი იყო პარკს ახალი იერსახის, ახალი სუნთქვისა და შინაარსის მიცემა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, სხვა თანამდებობის პირები და მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.
ასევე გაიმართა საკონცერტო პროგრამა ნინოწმინდის კულტურის ცენტრისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. იყო საინტერესო გასართობი ბავშვებისთვის. აღსანიშნავია, რომ წელს არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალური პარკი, არამედ ეროვნული მეგობრობის სიმბოლო ჰაიოს-ქართლოსის პარკიც კეთილმოეწყო.
ჩვენს თვალწინ ქალაქი დღითიდღე ლამაზდება, იმედსა და რწმენას შთააგონებს დღევანდელი დღისა და მომავლის მიმართ.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights