ტრენინგი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ პროექტის ფარგლებში

ტრენინგი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ პროექტის ფარგლებში

2023 წლის 09-10 ოქტომბერს ქალაქ გორში Heks Eper Georgia-ს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ მედია კომპონენტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული ადგილობრივი და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის, ბლოგერებისთვის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მერიების და საკრებულოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენელთათვის,
ტრენინგის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• „ახალი მედია“ (სოციალური მედია, როგორც ჟურნალისტური საქმიანობის პლატფორმა, როგორ მივაღწიოთ ეფექტურ ნარატივს, ტექნიკები და ხერხები);
• გახმოვანების ტექნიკა (სინქრონის, სიუჟეტის, კოლაჟის, ახალი ამბების თხრობის ტექნიკების განსხვავება და სპეციფიკური ნიუანსები);
• ჩართვა შემთხვევის ადგილიდან (კამერასთან ეფექტური მუშაობის ტექნიკები და ხერხები);
• ეთნიკური უმცირესობის საკითხების გაშუქება ჟურნალისტებისთვის (დაწერილი და დაუწერელი კანონები);
• ჟურნალისტური შეცდომები, როგორც შესაძლო მაპროვოცირებელი
• ფაქტორები ეთნიკური უმცირესობის საკითხებში და პრობლემების წარმოქმნის პროცესში (კონკრეტული ვიდეო და ბეჭდური მაგალითები);
• ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთა როლი ეთნიკური უმცირესობის საკითხთა პოპულარიზაციაში და მედიასთან ურთიერთობაში.
HEKS-EPER-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილეობას იღებს სამიზნე რეგიონების წარმომადგენელი 40 ჟურნალისტი და ადგილობრივი თვითმმართველობების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმსახურების თანამშრომლები, პროექტის მედია კომპონენტის მიზანია ტრენინგის მონაწილეებმა განავითარონ ეთნიკური უმცირესობების საკითხების სიღრმისეული გაშუქების პროფესიონალურად წარმართვის, მათ შორის, ანალიტიკური სტატიების ან მულტიმედიური მასალების მომზადების ცოდნა და უნარები.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის.“ ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით Heks Eper Georgia-ს მიერ, რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) სამცხე-ჯავახეთში და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) ქვემო ქართლში.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights