,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ამჯერად გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის ექვს სოფელში იმყოფებოდნენ.
შეხვედრებზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
ადგილობრივებმა კი ხმათა უმრავლესობით სხვადასხვა პროექტი შეარჩიეს.








