სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ,,ნაკრესისა” და სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის წარმომადგენლები ნინოწმინდის მერს, ანივარდ მოსოიანს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იმ პროექტის გაცნობა იყო, რომლის განხორციელებაც ნინოწმინდაში იწყება და ჯავახეთის ტბების აღდგენის დაგეგმვას ითვალისწინებს.
პროექტის სამიზნე არეალი მოიცავს ხანჩალის ტბას.
პროექტი ითვალისწინებს როგორც ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევებს, ასევე ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თემის მონაწილეობით.
ანივარდ მოსოიანის თქმით, პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ბუნებრივი რესურსების გამოყენების, ტბის ეკოლოგიური შესწავლის და კვლევის კუთხით.
მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას, სამუშაო ადგილების გახსნას და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას და დისტრიბუციას.