საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მოადგილე სედა დარბინიანი და საბჭოს წევრები სოფლებს – დილითსა და დიდ გონდრიოს ესტუმრნენ. ისინი აღნიშნული სოფლების ახალგაზრდებს შეხვდნენ. მათ ისაუბრეს გენდერულ საკითხებზე და გენდერის გაგებაზე. პარლამენტის წევრი და საკრებულოს წარმომადგენლები ახალგაზრდების სამომავლო გეგმებს გაეცნენ.