დღეს, საკრებულოში კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა. კომისიებმა იმსჯელეს შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებზე:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ ;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ;
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ.



