ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, მოადგილეები: ვაგინაკ არზუმანიანი, გეორგი ჩაპანიანი, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვოსკან ელოიანი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სედა დარბინიანი, საკრებულოს წევრები გრიგორ შამილიანი, ასტღიკ ალვანჯიანი, 10 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც წარადგინეს ანგარიში მოსახლეობის წინაშე სოფლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლები.
საკრებულოს წევრებმა გრიგორ შამილიანმა და ასტღიკ ალვანჯიანმა ადგილობრივ მოსახლეობას სათითაოდ წარუდგინეს დასრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.
საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებიც გაეცნენ სოფლებში არსებულ ყველა პრობლემას.