საკრებულოს თავმჯდომარის ვაან აროიანის მილოცვა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

საკრებულოს თავმჯდომარის ვაან აროიანის მილოცვა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი ჩვენთვის თავისებურად განსაკუთრებული და სავალდებულოა, რადგან ცოდნა და განათლება არის ის საყრდენი, რომლითაც ადამიანი, საზოგადოება და სახელმწიფო გადალახავს ყველანაირ გამოწვევებსა და პრობლემებს.
განსაკუთრებით გილოცავთ ძვირფასო პირველკლასელებო და პირველკურსელებო! კარგად ისწავლეთ, მიიღეთ ცოდნა და გამოცდილება, გაამდიდრეთ ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური პოტენციალი, რაც არა მხოლოდ სახელმწიფოს განვითარებისა და გაძლიერების ერთ-ერთი უპირველესი პირობაა, არამედ ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის წინაპირობაც. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის თქვენი მომავალი, გზა დიდი ცხოვრებისაკენ. განსაკუთრებულ მილოცვას ვუგზავნი ყველა მასწავლებელს, პროფესორ-მასწავლებლებს, ვუსურვებ წარმატებებს რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. ძვირფასებო, თქვენს მხრებზეა არა მხოლოდ სამუშაო და პროფესიული მოვალეობები, არამედ ხარისხიანი განათლების მიწოდებით შეგნებული და ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბების პასუხისმგებლობა მომავალი თაობებისათვის.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights