ნინოწმინდაში გასამართი სადღესასწაულო ღონისძიებები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, საკრებულოს თავმჯდომარის ვაან აროიანისა და მერის ანივარდ მოსოიანის მონაწილეობით დაიწყო.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ბავშვებს ნინოწმინდის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თოვლის ბაბუა და ფიფქია გაამხიარულებენ. მოეწყობა საახალწლო გამოფენა-ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები.
დღე ბავშვებს ჰპირდება გასართობ პროგრამებსა და თამაშებს, ასევე სადღესასწაულო კონცერტს, მასკარადის აღლუმს და ფეიერვერკებს.