ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის ,,აგრარული ბიომრავალფეროვნების მართვა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებისა და სასოფლო დასახლებებში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და მარეგულირებელი ჩარჩო კანონმდებლობის, „წითელი ნუსხის“ და დაცული ტერიტორიების, სატყეო სექტორში არსებული მდგომარეობის ,დარგში მიმდინარე პროცესების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრას ადგილობრივი ფერმერები, თვითმმართველობისა და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





