დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ორი საკითხი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის 9 (ცხრა) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ ;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ამბულატორიები) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
დღის წესრიგის ორივე საკითხი ერთხმად დამტკიცდა.



